საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში ვირუსი გავრცელდა, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.

მომხდარზე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი თემები