„კრამერი მატყუარაა. ასევე, არის თავხედი და უზრდელი ადამიანი“ – ირმა ინაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ  თანაშემწე დევიდ კრამერს მატყუარასა და უზრდელს უწოდებს.  

„კრამერმა მოიტყუა, თითქოს არ მიცნობდა“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და კრამერთან გადაღებული  ფოტო  წარმოადგინა, რომელიც აშშ-ში მისივე ოფისშია გადაღებული.

„მე მას 2010 წლიდან ვიცნობ, მაშინაც ცხადი იყო, რომ ის სააკაშვილ-ბოკერიას აქტიურ მხარდამჭერი იყო. ის მე კარად მიცნობდა. კრამერი მატყუარაა. ასევე არის თავხედი და უზრდელი ადამიანი,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა.  კრამერი ამჯერად  მაკკეინის ინსტიტუტს წარმოადგენს.

მსგავსი თემები