ახალი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სასტუმროებს ფულს, დროსა და კადრს აკარგვინებს

„სასტუმროს შრომის უსაფრთხოების თანამშრომელმა, მზარეულმა, მიმტანმა თუ დამლაგებელმა  ჩაფხუტით უნდა იაროს, სპეციალური ფეხსაცმელი უნდა ეცვათ თუ დამცავი ჟილეტი? რა კავშირშია შრომის უსაფრთხოება და სასტუმრო,“ –  ეს კითხვა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელს  შალვა ალავერდაშვილს ეკუთვნის,  რომელიც, პირველი სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამოქმედებულ კანონს ეხება და რომელმაც სასტუმროების „მოიყოლა“.

პირველი სექტემბრიდან ძალაში შესულმა კანონი, მშენებლობებთან და მასთან გათანაბრებულ სამუშაოების შესრულებასთან ერთად, სასტუმროებსაც თანაბრად შეეხოთ. როგორც შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  მიზანმიმართულად თუ შემთხვევით, მიღებული საკანონმდებლო ნორმა სასტუმროებს დამატებით ფინანსურ, ადამიანურ და დროის ხარჯს უჩენს, რისი საჭიროებაც რეალურად არც არსებობდა.

 „გაუგებარი სიტუაცია გვაქვს სასტუმროებში. რა უნდა გააკეთონ შრომის უსაფრთხოების თანამშრომლებმა სასტუმროში, კითხვა ღიაა. ვალდებულება გვაქვს, რომ ყველა სასტუმროს ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების თანამშრომელი. ცალკე შტატი უნდა შეიქმნას ამისთვის. თანამშრომელმა ჩაფხუტით უნდა იაროს, ფეხსაცმელი უნდა ეცვას სპეციალური თუ, ჟილეტი? ეს არის დამატებითი გაუმართლებელი ხარჯი სასტუმროებისთვის. ვეთანხმები და ვიზიარებ, რომ შრომის უსაფრთხოება მშენებლობებზე აუცილებელია, თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სასტუმროებში შრომის უსაფრთხოების დარღვევის არც ერთი წესი არსებობს,“- განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს.“

მისივე თქმით,  სასტუმროებში დასასაქმებელი, მომავალი უსაფრთხოების თანამშრომლები 2 თვიან ტრენინგს გაივლიან, რაშიც სოლიდური თანხაა გადახდილი, თუმცა, მსგავსი საჭიროება არ არსებობს.

„შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის დატრენინგება გრძლედება ორი თვის განმავლობაში და ამაში სოლიდური თანხაა გადასახდელი. რა უნდა ასწავლონ ორი თვის განმავლობაში ტრენინგებზე სასტუმროების შრომის უსაფრთხოების მენეჯერს?  მაქსიმუმ, შეიძლება 10 პუნქტი იყოს. მაგალითად მძიმე ჩემოდანი რომ არ უნდა აწიოს ადამიანმა?“- განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები