15 ოქტომბრიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. გამყრელიძის თქმით, პირველ რიგში, აიცრებიან რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები.

„ჩვენთან ვაქცინა 15 ოქტომბრისთვის შემოვა. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები, ვისზეც აღნიშნული ვაქცინა უნდა გაიცეს. ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან ადამიანების სიები გროვდება, ვინც წელს გრიპზე გეგმურად უნდა აიცრან. წელს სახელმწიფო 100 ათას ადამიანს აცრის. პროცესი 15 ოქტომბრიდან დაიწყება. გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან დგება“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები