“გოგო რომ ფალოსს გეძახის ეს ნორმალურია?” – კვიციანი პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე

“გოგო რომ ფალოსს გეძახის, ეს ნორმალურია? ამის შემდეგ იყო, რომ შემოვტრიალდი და ვაგინე. გამომიყვანეს მდგომარეობიდან და ვიგინებოდი, მაგრამ ხელი არავისთვის დამირტყამს”, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში” პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. 

ემზარ კვიციანის მტკიცებით, აქციის მონაწილეებს დავალებული ჰქონდათ მასზე თავდასხმა. 

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა პოლიციელებმა და ჟურნალისტებმაც მიიღეს.

“თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად, მე მათ ვიგერიებდი. ეს არის ეთიკა, როდესაც თავდამსხმელებთან ერთად ჟურნალისტებიც თავს მესხმიან.

გამოვედი სასესიო დარბაზიდან, გამოვიძახე ტაქსი, რომ სახლში წავსულიყავი. რომ მივდიოდი, აქციის მონაწილეები დამხვდნენ წინ და უკან ხომ არ გამოვბრუნდებოდი?! ბევრჯერ გამივლია მათთან, მაგრამ ამგვარი რეაქცია არასდროს ჰქონიათ. იმ დღეს, მათ ჰქონდათ უშუალო დავალება, რომ თავს დამსხმოდნენ.

ტროტუარზე მივდიოდი, როდესაც ჩემს ზურგს უკან ვიღაცამ დაიწყო სტვენა, სხვებიც აყვნენ და დაიწყეს შეძახილები – „პუტინის მონა“, „მოღალატე“, მე ვიცინოდი და მივდიოდი. ასე უცებ მთელი ეს ჯგუფი შემომესია. პოლიციელებმა მტაცეს ხელი, რომ იქიდან გავეყვანეთ. ისეთი სურათი უნდა შეექმნათ, თითქოს მე იქიდან გავრბოდი. არ გავიქეცი, რა თქმა უნდა. გოგო რომ ფალოსს გეძახის, ეს ნორმალურია? ამის შემდეგ იყო, რომ შემოვტრიალდი და ვაგინე. გამომიყვანეს მდგომარეობიდან და ვიგინებოდი, მაგრამ ხელი არავისთვის დამირტყამს. ვიღაც ახალგაზრდა დამეჯახა და წაიქცა. მერე ისევ ის ახალგაზრდა მოვიდა და იგინება, ერთი უკნიდან მაფურთხებს. აქ მთავარია პოლიციის რეაქცია. იმის მაგივრად, რომ მათ დაეცვათ პარლამენტარი, მე შემბოჭეს და იმათ მისცეს თავისუფლება. თავდასხმაში თვითონ პოლიციელებმა და ჟურნალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

ცნობისთვის, პარლამენტთან “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანსა და მოძრაობა “სირცხვილიას” მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი თემები