31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 

სასულიერო პირები რამდენიმე დღეა სინოდის სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ. როგორც მღვდელ-მონაზონმა ანდრიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, თუ საკითხს სინოდის კრება არ შეისწავლის, სავალალო შედეგებამდე მივალთ.

ამასთან, მისი თქმით, სინოდმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

„დროთა განმავლობაში, რასაც მე  ვუყურებ, თუ სინოდის კრებაზე ეს არ იქნება შეფასებული, სავალალო შედეგებამდე მივალთ. პირველ რიგში, თავის არიდებას კი არ უნდა ცდილობდეს საპატრიარქოს ადმინისტრაცია, სხვადასხვა პირების გამოგზავნას, თავის შენარჩუნება-შენახვას, არამედ ღიად უნდა აფიქსირებდეს, რომ არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება შიგნითვე განსჯა და საბოლოო წერტილის დასმა“, – აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/თუ-საკითხს-სინოდის-კრებ/

მსგავსი თემები