31 დეკემბრამდე, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე, ავტომობილების მოძრაობა იკრძალება 

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე, წინასაახალწლო დღეებში, კერძოდ, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება, ან ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, საუბარია მეტროსადგურ “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე;

ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომობილების მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეიზღუდება მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით; მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

მსგავსი თემები