“ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ახალგაზრდები გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს” – ირაკლი ღარიბაშვილი

  •  

„ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდები, მომავალი თაობა გამოვტაცო ნარკოტიკებს, კრიმინალს, გავზარდო მათში მოტივაცია, რომ მათთვის ჯარში მოსვლა იყოს საამაყო”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჩვენი ახალგაზრდებისთვის ჯარი უნდა გახდე ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე საამაყო ადგილი. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ახალგაზრდა, რომელიც მოვა ჯარში, სხვა ადამიანი გავიდეს ჯარიდან, ადამიანი, რომელიც იქნებ მზად რომ ემსახუროს ჩვენს სამშობლოს. მეორე მიმართულება იქნება სამხედრო ინდუსტრიის ახალ ეტაპზე გადაყვანა და განვითარება.

ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ამავდროულად საპატიო და საამაყო თანამდებობა. არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ჯარს. მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ მაღალი მოტივაციით და ვაცხადებ, რომ ვიქნები აბსოლუტურად მობილიზებული ჩემი ენერგიით, ჩემი გამოცდილებით. ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გახდეს უფრო ძლიერი, რათა ჩვენი ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავდაცვის ძალები გახდეს როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი მთლიანი ოჯახი. ეს იქნება ჩემი მთავარი მიზანი. ერთი მთავარი მიმართულება იქნება ჩვენი ჯარის აღმშენებლობა, მათზე ზრუნვა უკეთესი პირობები მათთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, უკეთესი სოციალური პირობები მათთვის და რაც მთავარია, მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩვენი ჯარის შესაბამისი ნაწილები, მათ ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, როგორც არის მოწყობილი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები