„ამ მუშაობაში არ გავჩერდები“ – პრეზიდენტი კარვიდან გამოვიდა და მოკლე კომენტარი გააკეთა 


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარვიდან გამოვიდა, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შეხვდა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. 

​როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანია ურთიერთობა ჰქონდეს ადამიანებთან და გაიზიაროს მათი ტკივილი.

“მთავარი სათქმელი ტკივილის გაზიარება იყო, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. მეორე – ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვს ეს გულისტკივილი, იმისთვის, რომ მშვიდი და სტაბილური პროცესი უზრუნველვყოთ. ამისთვის ვეურთიერთები ხელისუფლებასაც და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის სტაბილური ქვეყანა. ამ მუშაობაში არ გავჩერდები“, – აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

მსგავსი თემები