ერთადერთი მართლა ადამიანი, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა – ზაზა სარალიძე პრეზიდენტზე

თბილისის ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მოკლული 13 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მამა, რომელიც სასამართლო განაჩენს ქუჩის აქციებით აპროტესტებს, ქვეყნის პრეზიდენტსა და მის ოჯახს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

როგორც ზაზა  სარალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, დღემდე, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გამოუხატავს მასთან შეხვედრის სურვილი.

“ერთადერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა, როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი მოსმენაც კი”, – წერს მოკლული მოზარდის მამა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძემ გუშინდელი ღამე პარლამენტის წინ, კარავში გაატარა. დღეს მას პრეზიდენტი მარგველაშვილი კარავში შეხვდა.

მსგავსი თემები