სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია. საუბარია “მომხმარებელი.ჯი“-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც რამდენიმე პროდუქტში “სუდან ერთის” შემცველობა გამოვლინდა.

“ჩვენს მიერ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავების აღმოჩენის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ სურსათის იმ პარტიების ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან უკვე განთავსებულის ამოღება, რომლებშიც სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა”, – ვკითხულობთ “მომხმარებელი.ჯი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, “სოლედოსა” და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

მსგავსი თემები