„ქართულ ოცნებას“ აწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპონენტი იყოს”- ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევა „გაუპრავა”.

დეპუტატის თქმით, დღეს, გიორგი გახარიას მაშველ რგოლად „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინა.

„რეალობაა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას და მისი სამაშველო რგოლია. ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაშია, „ნაციონალური მოძრაობა“  ხელოვნური გარიგებით ან ბუნებრივად იმ მდგომარეობით, რასაც მათი თანამშრომლობა ჰქვია, ერთმანეთს დამხმარე, სამაშველო რგოლად ევლინებიან. დღეს სწორედ ეს მოხდა“, – განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, სახეზეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არათუ თანამშრომლობა, არამედ ერთობლივი ქმედებები.

„ქართულ ოცნებას“ აწყობს, “ნაციონალური მოძრაობა” მისი მთავარი ოპონენტი იყოს და თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, თავი წარმოაჩინონ მთავარ ოპოზიციურ ძალად“, – განაცხადა კობერიძემ.

მსგავსი თემები