“ეს ადამიანები, საათობით ითვლიდნენ, რამდენი მსხვერპლი და დაშავებული იქნებოდა”- გიორგი გახარია ოპოზიციას

“მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები და პირდაპირ ელოდენბოდნენ როდის შემოიჭრებოდა  ხალხი აქ”- ასე შეაფასა პრმეიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც ფრაქციის ფორმატში შეხვედრა ჩაშალეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.

გიორგი გახარიამ, რომელსაც კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა, ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“  პოლიტიკური მიზანი, სიმართლის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ მხილება უნდა გახდეს.

„ვფიქრობ, რაც ეხლა ხდება, არის ჩვეულებრივი სახე, თუ როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცურუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე, სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ვამხილოთ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იდგნენ საათობით და ითვლიდნენ თუ რამდენი მსხვერპლი და დაშვებული იქნებოდა, რომ მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის მიეღწიათ. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს არის ჩვენი ძირითადი პოლიტკური მოცანა,”- განაცხად გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები