“ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი”- ვახტანგ გომელაური

“ვიცოდით, რომ საქართველოში ჩამოდიოდა სერგეი გავრილოვი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, რომ თავმჯდომარის სავარძლიდან უნდა წაეყვანა სხდომა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 20 ივნისს ზოგიერთს 2003 და 2019 წელი ერთმანეთში აერია. მისი თქმით, რა პროცესებიც განვითარდა შემდეგ და იყო თუ არა ეს პროვოკაცია, ვიდეოკამერებში კარგად ჩანს.

„ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი მთლიანი დელეგაციით, ყველა პიროვნება; ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო ასამბლეა და აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ ის, რომ თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო და იქედან წაეყვანა სხდომა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით. მაგრამ მას შემდეგ, რაც განვითარდა, ეს დაგეგმილი იყო. კარგად ჩანს კამერებში ზოგ-ზოგიერთი ოპოზიციონერის მოწოდება – აბა, შევვარდეთ, ეს ჩანს კამერებში. არა მარტო ოპერატიული კამერები იღებდნენ, არამედ ტელევიზიებიც იღებდნენ ჩვეულებრივ, როგორ მოუწოდებდნენ – აბა, მიდი, აბა, შევვარდეთ. მგონი, ზოგ-ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი“, – განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი თემები