თემქაზე, ბინაში მისულ მეხანძრეებს, მოკლული ქალი დახვდათ

თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში, ცეცხლის ჩასაქრობად გამოძახებულ მაშველებს, 62 წლის, გარდაცვლილი ქალი დახვდათ.

მეზობლების თქმით, ქალს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით გააჩინეს. ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გარდაცვლილი ქალის ნათესავის განცხადებით, სახლიდან სავარაუდოდ ოქროულობაა წაღებული. ამ დროისთვის მოკლული ქალის მეუღლე გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები