ირაკლი ღარიბაშვილი, ჯარის რეფორმისას, ისრაელის, შვეიცარიისა და ბალტიისპირეთის გამოცდილებას გაიზიარებს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ცვლილებისას ბალტიისპირეთის ქვეყნების, ისრაელისა და შვეიცარიის გამოცდილებას გამოიყენებს, რომელიც უნიკალურია ამ მიმართულებით. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, ის ძალიან მოტივირებულია, ამჯერად, ბოლომდე დაიხარჯოს.

„მინისტრობის თუ პრემიერ-მინისტრობის ძალიან მოკლე პერიოდში,  ყოველთვის მქონდა უკმარისობის განცდა, რომ ბოლომდე ვერ დავიხარჯე ჯარისთვის. ამ სამინისტროსთვის და ჯარისკაცებისთვის ვერ გავაკეთე ის ან იმდენი, რამდენიც მქონდა მოაზრებული ან დაგეგმილი… ახლა, ჩემი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, ბოლომდე უნდა დავიხარჯო და ბოლომდე ვემსახურო ამ სამინისტროს და ჩვენს ღირსეულ, საამაყო ჯარს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

რაც შეეხება რეფორმებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისთვის სამაგალითო დასავლური ქვეყნებს გამოცდილება იქნება.

„აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებას. ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც უნიკალურია. არის სხვა გამოცდილებაც, მაგალითად, ისრაელის, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები