“ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს”- სალომე ზურაბიშვილი

“ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა,”- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა “ფიგაროსთან” ინტერვიუში გააკეთა. 

„ფიგაროს“ ჟურნალისტი კითხვაზე, რას უპასუხებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის, უმრავლესობის პარტიის სათავეშია და მას დიდი გავლენა აქვს. 

„წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები