საოკუპაციო ხაზთან არსებული საგუშაგო ქართულმა მხარემ გადაიტანა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან არსებული პოლიციის საგუშაგოს გადაწევაზე განმარტებას აკეთებს.

სუს-ის ინფორმაციით, საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე.

“საგუშაგოს გადატანა განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი”, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.

მანამდე ამ თემაზე ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ბლოკ-პოსტი სოფელ სინაგურთან გაიხსნა.   

შეგახსენებთ, ოსურმა მხარემ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, სოფელ ჩორჩანასთან მდებარე ქართული საგუშაგო აეღოთ. ქართულმა მხარემ კი განაცხადა, რომ ​ბლოკ-პოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება. 

მსგავსი თემები