“უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს -„უკან წარსულში“ – დავით ჭიჭინაძე

“უნდა დავივიწყოთ „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება 2012 წლიდან მოყოლებული და დაველოდოთ ახალ ლოზუნგს -„ უკან წარსულში“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა.

“პრემიერ-მინისტრობა ამ ქვეყანაში, თურმე, უნდა დაიმსახურო, თან სადღაც კულუარებში. როგორც ჩანს, მსოფლიოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილების მიღებაზე და კურსის ცვლილება სახეზე გვაქვს. ანუ, პრემიერ-მინისტრად და ძალოვან მინისტრებად ჩვენ მივიღეთ უფრო პრორუსული მთავრობა, ვიდრე აქამდე გვყავდა. ამან კი, არამგონია რამე სიკეთე მოგვიტანოს, რადგან ეს იქნება ყველაზე დეგრადირებული ვარიანტი, იმიტომ, რომ დაკარგული გვაქვს ყველანაირი სახე და პოზიცია”, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი თემები