“ნაც მოძრობის” დაგეგმილი აქციებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”- მამუკა მდინარაძე

“მინდა მივუსამძიმრო “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი დანაყოფით, რომ გავრილოვის რევოლუცია არ შედგა. არშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი პოსტ ისტერია,” – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მორალზე საუბარი სირცხვილია და მათ მიერ დაგეგმილი აქციებით, ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

“კმარა”-დან ვერ გამოვიდა ეს ხალხი. გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და პატივს ვცემ, მაგრამ “ნაც მოძრობის” დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულაცია, სირცხვილია შტურმის მოწოდება, სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმვა, სირცხვილია მათი მხარდაჭერილი რეზოლუციის გაპრავება, სირცხვილი ტყუილების ლაპარაკი ყველა თემაზე, სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების მხრიდან მორალზე საუბარი. სანამ ეს იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი პარტიის ეს იქნება სირცხვილი,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ 

მსგავსი თემები