“ევროპული საქართველოს” წევრებმა პარლამენტის სხდომა, პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია სხდომაზე სასტვენითა და წარწერიანი მაისურით – „სირცხვილია“ მივიდა. ხოშტარიამ სტვენა დაიწყო, რაშიც მას პარტიის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. პროტესტის შემდეგ, მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ამასთან, პარლამენტის შენობის გარეთ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ.

მსგავსი თემები