გორში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს

გორში დაკარგული 5 წლის ბავშვი იპოვეს.

ბავშვი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ, მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მათი თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშსწორების მიზნით წაიყვანა.

ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, შემდეგ მოულოდნელად მაღაზიიდან გავიდა და დაუდგენელი მარკის შავი ფერის ავტომობილში ჩაჯდა. 

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია იყო ჩართული.


მსგავსი თემები