“თანამდებობის დატოვების შესახებ პირველი საუბარი გაზაფხულზე მქონდა, ბიძინა ივანიშვილთან” – ბახტაძე

“მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გუშინ ჰქონდა.

“მე გუშინაც მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება. ის საფუძველი და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას, არის მიღწეული. სტრატეგიული განვითარების ჩარჩო არის შექმნილი და დანერგილი. ის მიზნები და ამოცანები, რომელიც მე მამოძრავებდა და ამ მიზნების მისაღწევად მომცა გუნდმა მანდატი და ნდობა, მიღწეულია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი თემები