“არსებული გამოწვევების ფონზე, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა”- მამუკა ბახტაძე

“ან საქართველო დაიწყებს საინვესტიციო და საბიუჯეტო შესაძლებლობების დიდი ნაწილის ჩადებას განათლებაში ან 21-ე საუკუნეში ჩვენ პერსპექტივა არ გვექნება,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტოკ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, თუ საინვესტიციო და საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი განათლებას არ მოხმარდება, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება

“სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იზომებოდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. შესაბამისად პოლიტიკური ძალებიც თავისი კაპიტალის ინვესტირებას ახდენდნენ არა ქვეყნის მომავლში, არამედ არჩევნებში. ამან გამოიწვია მძიმე შედეგი. თქვენ რომ აიღოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული წლები, ყველაზე მწირი დაფინანსება ჰქონდა განათლების სექტორს. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა და მიზანმიმართული დანაშული. ამის ფასს დღესაც ვიმკით. ვინც არ უნდა ისაუბროს, შესთავაზოს საზოგადოებას რეალისტური თუ არარეალისტური იდეები, საკითხი დგას მარტივად: ან საქართველო დაიწყებს საინვესტიციო და საბიუჯეტო შესაძლებლობების დიდი ნაწილის ჩადებას განათლებაში ან 21-ე საუკუნეში ჩვენ პერსპექტივა არ გვექნება. უფრო მეტიც, იმ გამოწვევის ფონზე რაც არსებობს, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

მსგავსი თემები