“გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყევტილება”- სალომე ზურაბიშვილი მამუკა ბახტაძეზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მხრიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასება არაკორექტული იქნება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ.

“გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყევტილება. საერთოდ მივიჩნევ, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ, რადგან ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხი. ჰიპოტეტურ გადაწყვეტილებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაც არ უნდა შესაძლებელი იყოს არ შევაფასებ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

მსგავსი თემები