ზუგდიდში, ჭაში კანალიზაციის წყლის მოხვედრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე შაში კანალიზაციის წყლის მოხვედრის გამო, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა.

ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით,, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაბამის მკურნალობას გადიან. ბავშვი ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოშა გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.

მსგავსი თემები