“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდება

3 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ხვალ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას. პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები