“რაც არ უნდა კარგი მოსამართლეები შეარჩიონ, ოპოზიცია მაინც იხმაურებს” – სიმონ ნოზაძე

“რაც არ უნდა კარგი მოსამართლეები შეარჩიონ, ოპოზიცია მაინც იხმაურებს”, – ამის შესახებ ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სიმონ ნოზაძის თქმით, ეს პროცესი სულაც არ იქნება იოლი.

“როცა ეს სია პარლამენტს გადმოეგზავნება, დაიწყება მისი განხილვა, რაც იოლი პროცესი სულაც არ იქნება. არავინ გვავალდებულებს, რომ ოცივე კანდიდატი დამტკიცდეს. შეიძლება ყველა დამტკიცდეს, შეიძლება ნაწილი, მაგრამ ეს მუშა პროცესია და ოპოზიციას იმის საშუალებას არ მივცემთ, რომ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ ეს”, – განაცხადა ნოზაძემ.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ღირსეულ კანდიდატებს დაამტკიცებს.

კითხვაზე, რის მიხედვით გააკეთებს ის არჩევანს, ნოზაძე პასუხობს, რომ პროფესიონალიზმისა და გამოცდილების.

“როდესაც მოსამართლე გამოცდილია და ყოველთვის კანონის სულისკვეთებით მოქმედებდა, ის ნდობას აუცილებლად დაიმსახურებს”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები