“ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება არის მშვიდი და სტაბილური” – თამარ ხულორდავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას ცნობით, ამ დროისთვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება მშვიდი და სტაბილურია.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა.

„ჩვენთვის უმთავრესია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს და არც ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც, რომ არ მოხდეს თავისთავად ფეთქებადი და ძალიან საფრთხილო სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა და უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაზრდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„ის ტერიტორია, სადაც ქართველი სამართალდამცველები არიან განლაგებული, არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. ისინი ადგილზე რჩებიან და, რა თქმა უნდა, დარჩებიან. ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენი პოზიცია არის ფრთხილი, მაგრამ ამავე დროს ძალიან პრინციპული“, – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი თემები