“პროვოკაცია მიმართულია ჩვენს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ” – მედოევი

  •  

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, საქართველოს მოქმედებები რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული. მედოევის თქმით, საქართველოს მთავრობას ამ საბადოების გადაცემა უცხოელი ინვესტორებისთვის აქვს გადაწყვეტილი.

„როგორც იქნა აღელდნენ ამ პროვოკაციის ნამდვილი შემკვეთები. საქართველოს პროვოკაციას, შიდაპოლიტიკური მიზნების გარდა, ჰქონდა კიდევ ერთი, სავარაუდოდ, მთავარი მიზანი. ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, დიდი ხანია ცნობილია ტალკისა და მარმარილოს გრანულების წარმოებით. საერთოდ, ეს ხეობა მდიდარია მარმარილოს, სერპენტინიტის, ბარიტისა და ნეფრიტის მარაგით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამრეწველო თიხის საბადოებსა და ძვირფასი ხის ჯიშების მთელ მასივებზე. ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობამ იპოვა ინვესტორი, რომელსაც გადასცა ეს მიწები და ბიზნესის უსაფრთხო წარმოების გარანტიებიც მისცა“, – განაცხადა მედოევმა.

გუშინ კი, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩორჩანას საბადო საქართველოს ტერიტორიაზეა და რუსებს არავინ დართავს ნებას, ხელში ჩაიგდოს.

მსგავსი თემები