„პროვოკაცია, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო საშუალებით“ – ცხინვალის ე.წ პარლამენტი

„ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, აღკვეთილი იქნება ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებით“, – ვკითხულობთ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს აფასებს როგორც აგრესიის დაუფარავ აქტს, რომელიც მიმართულია რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.

„საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ აგრესიული სახელმწიფო პოლიტიკა ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტების საქმიანობის უცვლელი შემადგენელია. საქართველოს პროვოკაციული ქმედებების მხარდამჭერ აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნებს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელყოფაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები