„მამუკა ბახტაძის ზურგს უკან გადაწყვეტილებებს არავინ მიიღებს“ – სიმონ ნოზაძე სამთავრობო ცვლილებებზე

დეპუტატ სიმონ ნოზაძის შეფასებით, სამთავრობო ცვლილებები საჭიროა, თუმცა, ის ფიქრობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებას, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ზურგს უკან არავინ მიიღებს. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.    

„2010 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მრავალი თვალსაზრისით, საფუძველი უნდა ჩაეყაროს მრავალპარტიულ სისტემას, უნდა არსებობდეს კოალიციური მთავრობა. ვემხრობი იმ აზრს, რომ იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ისარგებლებს პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ სრული ნდობით და განახორციელებს იმ გეგმას, რასაც პარტია 2020 წლისთვის შესთავაზებს. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ცვლილებები განსახორციელებელია. პირადად, ამ პროცესების მონაწილე არ ვარ. ბატონო მამუკა დარჩება თუ არა ვერ გეტყვით. ის მნიშვნელოვან ფიგურაა „ქართული ოცნებისთვის“ და ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იქნება. მის ზურგს უკან გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები