„მთავრობა მკაფიოდ არ ხსნის, რაშია საქმე“ – გია ჟორჟოლიანი ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებზე

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ძირეულადაა შესაცვლელი პოლიტიკა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთავრობა მკაფიოდ არ ხსნის, რაშია საქმე და დაგვიანებულად რეაგირება.

„ყველა ძალისხმევა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დამკვირვებლების ჩართულობით, პირდაპირი დიალოგის გაგრძელებით, უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ ინციდენტს თავი ავარიდოთ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მთავრობა შეხვედრებზე დღის წესრიგში საკმარისად არ აყენებს საქართველოს საკითხს, მმართველი გუნდი კი პირიქით, ამბობს, რომ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილება. ეს არის ერთნაირი პოლიტიკა. გამოსავალი, ძირეულად პოლიტიკის შეცვლაა. უნდა დავუბრუნდეთ საღ აზრს, დავიბრუნო ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზების ნდობა. ამ კონფლიქტებით კი, კიდევ უფრო ვამწვავებთ მათთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, მთავრობა არ აფიქსირებს პოზიციას ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ცალკეულ აქტივისტებზე. ეს არის საკითხი, სადაც დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ საზოგადოებასა და მედიასაშუალებებზე. სახელმწიფო საზღვარი არის მთავრობის საქმე. არავინ არ უნდა დაასწროს მას ინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მთავარი, ვისაც ქართული მხარე უნდა დაელაპარაკოს, სწორედ აფხაზი და ოსი მოქალაქეები არიან.

„თუ ჩავთვლით, რომ აფხაზები და ოსები არაფერ შუაშია და კონფლიქტი მხოლოდ რუსებთან გვაქვს მოსაგვარებელი, ამ ხალხის კიდევ უფრო გაუცხოებას ვიწვევთ. თუ შენ მათ არაფრად აგდებ, ისინი არც კი ცდილობენ შენთან საუბარს, რაც რადიკალურად შესაცვლელია. ასევე, მთავრობა კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რომ მკაფიოდ  არ ხსნის, რაშია საქმე და არ აკეთებს დროულ განცხადებებს“ – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები