„ბავშვი შეიძლება მაწანწალა ძაღლმაც დააზიანოს და ძაღლი უნდა დავსაჯოთ?“ – პეკინზე, ბავშვის დაჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

რამდენიმე დღის უკან, თბილისში, პეკინის გამზირზე 3  წლის ბავშვის დაჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასჯა არ შეიძლება. ადვოკატის მტკიცებით, ეს იყო შემთხვევა რომელიც შეიძლება ქუჩაში ნებისმიერს დაემართოს, თუნდაც, მაწანწალა ძაღლის მხრიდან.  

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თამარ საძაგლიშვილი იყო პეკინზე და ათვალიერებდა მაღაზიებს. მას დანა არ ჰქონია და საერთოდ არ იცის საიდან გაჩნდა დანა.  მისი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება არ ახსოვს, რომ დანა ჰქონდა. საძაგლიშვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. ბავშვი დაზარალებულია, მაგრამ ბავშვი ასევე შეიძლება დააზარალოს ქუჩაში მაწანწალა ძაღლმა, ამ შემთხვევაში ძაღლს მოვთხოვთ პასუხს? მისი ქმედება არ არის დანაშაულებრივი, რადგანაც გააჩნია ფსიქიკური პრობლემები. მე კადრები არ მინახავს, სადაც ის ბავშვს დანას უსვამს. შეიძლება  მოხდა ეს ფაქტი, მაგრამ ეს არის სს წესით დასჯადი, რადგანაც ის შეურაცხადია. ჩვენ ხომ არ ვიცით რა მოხდა, სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“ – აცხადებს ადვოკატი ალექსი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ, პეკინის გამზირზე, მშობლებთან ერთად მიმავალ 3 წლის ბავშვს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბრალდებული ქალი მეორე დღესვე დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

მსგავსი თემები