“პოლიტიკური სამზარეულო” საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა იყოს” – მაჭარაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელისა და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” აქტიურად არ მიმდინარეობს სამთავრობო ცვლილებებზე კოსულტაციები, თუმცა მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში, თეორიულად არ არის გამორიცხული, გარკვეული სამთავრობო ცვლილებები რაღაც კუთხით საჭირო იყოს.

როგორც მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, პრემიერის გადადგომა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს, რაც იმის მაუწყებელია, რომ პარლამენტმა უნდა დაიწყოს კონსულტაციები ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

“რაც შეეხება კონკრეტული მინისტრების ცვლილებებს, ეს შეიძლება პრემიერის შეცვლის გარეშეც მოხდეს. ბუნებრივია, გუნდის შიდა სამზარეულო რაღაც ეტაპამდე არ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, რადგან ესაა ჩვეულებრივი, თანამედროვე საპარლამენტო სახელმწიფოს მმართველობის სტილი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები