„მთავარი მიზანი კორუფციული სქემების გამოვლენა იქნება“ -დეპუტატები, კორუფციის წინააღმდეგ, საპარლამენტო ჯგუფს ქმნიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საპარლამენტო კომისიის შექმნას გეგმავენ, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ იმუშავებს. აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კორუფციის მხრივ, სამიზნე მიმართულებები გამოკვეთილია.

„აღნიშნულ  ინიციატივას პარლამენტის სესიაზე დავაყენებთ. გვინდა, არსებული ყველა საპარლამენტო მექანიზმი გამოვიყენოთ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო ვაიძულოთ, კორუფციას მიხედოს. ძალიან დიდი რესურსია ამისთვის პარლამენტში, ის უწყებები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა კორუფიასთან ბრძოლა, უნდა იყვნენ ეფექტურები. ეს იქნება მთავარი საკითხი რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი აზრი იქნება გაერთიანებული. შევეწინააღმდეგებით იმ პროცესს, რაც დღეს არსებობს, კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია და ის ლოიალობის მოპოვების ინსტრუმენტი გახდა. ჩვენი მთავარი მიზანი  კორუფციული სქემების გამოვლენა იქნება“ – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.       

მსგავსი თემები