მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს

  •  

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი, დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებულის ადვოკატის, ნათია პაჭკორიას განცხადებით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა, რომელიც ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

„ამ ეტაპისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში, პეკინის გამზირზე ქალმა მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები გუშინ მიაყენა. ის შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

მსგავსი თემები