“30 ათასი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი” – დევნილები აქციას მართავენ


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, დევნილები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა ბინით უზრუნველყოფაა. 

როგორც “მედიცენტრ მთავართან” აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ გვილავა-გოგოშია აცხადებს, დევნილებისთვის ბინები, სექტემბრის ბოლოს უნდა გადაეცათ, თუმცა ახლა 2020 წლამდე მოცდას სთხოვენ. მისი თქმით, თითქმის 30 ათასი დევნილი ელოდება ბინას. 

“მოტყუებული დევნილები ვართ. სექტემბრის ბოლოს უნდა დარიგდეს ბინები, ჩვენ არ გვაძლევენ, აძლევენ მათ ვინც ფულს იხდის. ავტო ფარეხში ვცხოვრობ ამდენი წელია. 2009 წლიდან შეტანილი მაქვს განცხადება ბინით დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არაა. მეუბნებიან მოგცემთო და 10 წელი გავიდა მას მერე. დაახლოებით 30 ათასი დევნილია უსახლკაროდ დარჩენილი და ბინას ელოდება. მანამ არ დავიშლებით, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება.”- განაცხადა “მედიაცენტრ მთავართან” ეთერ გვილავა-გოგოშიამ

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მსგავსი თემები