„3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი“ – მამუკა მდინარაძე

„რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე. წ. 40%-იანი პრინციპი“ -ამის შესახებ უმრვლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მდინარაძის ინფორმაციით საკონსტიტუციო ცვლილებაზე ინიციატივა რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი,მისი განცხადებით 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები იმ მოდელით რომ ჩატარებულიყო, რასაც ახლა მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც 5%-იანი ბარიერის პირობებში პროპორციული არჩევნებით. უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციურ ძალებს მათთვის სასურველი ბარიერის დასახელებასაც სთავაზობს.

„3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი.  რომელშიც გათვალისწინებული იქნება ე. წ. 40%-იანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას, ვერცერთი კონფიგურაციის დროს ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ანუ 75 -ზე მეტი მანდატის მიღებას. თუ საუბარია მეტ პროპორციულობაზე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, 2016 წელს რომ ჩატარებულიყო არჩევნები ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელით, რაც წერილობითი სახით სულ რაღაც 3-4 დღეში წარედგინება საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ მანდატებთან მიმართებით მიიღებდა იმავე შედეგს, რასაც მიიღებდა 5%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების დროს. არც მეტი არც ნაკლები. ე.წ. ჩამკეტი, რაზეც ჩვენ ბოლო დღეებია ვსაუბრობთ, სწორედ ამას გულისხმობს – არცერთი მანდატით მეტი, ვიდრე პროპორციულ სისტემაში 5%-იანი ბარიერით არის შესაძლებელი. თუ სუბარია თავად ბარიერზე, კი ბატონო, შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები და რამდენ პროცენტიან ბარიერსაც ამ შეთანხმების საფუძველზე მოისურვებენ, იმაზე მივყვებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები