3 მილიონი ტრამპის მკვლელობისთვის – ირანელი დეპუტატი ჯილდოს აწესებს

ირანელი პარლამენატარი, აჰმად ჰამზეჰმა აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას „ვინც ტრამპს მოკლავს“. ინფორმაციის ირანულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

„ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლავს“, – განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს.

პარლამენტარ ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა „ჯილდო“ შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან.

ცნობისთვის, ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

მსგავსი თემები