3 თვეში, სექსუალური შევიწროების 22 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სექსუალური შევიწროების შემთვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას. შსს-ს ინფორმაცით, პოლიციამ, 3 თვეში, სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც, სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით.

„სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“ – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები