“თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი” – უგულავა ზურაბიშვილს

“სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით – გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი”, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.

“როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსობა გამოდგა. უტიფარი – ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით – გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები