მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა (ვიდეო)

თბილისის მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მცოცავი ქანებია.
მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

https://www.facebook.com/teo.dzagnidze.3/videos/861349994075321/

მსგავსი თემები