საქართველოში ტურისტული ობიექტები რუბლში ვაჭრობენ (ვიდეო)

ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ ორ სასტუმროში, სამ კაფესა და გარემოვაჭრეებთან ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. ტურისტებიც ადასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან.

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით.

ინფორმაცია უკვე გადასცეს შემოსავლების სამსახურს.

მსგავსი თემები