„სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გადაუწყვეტელი არაფერია, მთავარია განწყობა და სურვილი“ – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, თუ ორმხრივი სურვილი იქნება, გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს.

„დიდი პატივია, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდე საქართველოში, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად, როგორც ჟურნალისტი, როგორც დეპუტატი, ახლა როგორც პრემიერ-მინისტრი. განვიხილეთ გრძელვადიანი ხედვის საჭიროება ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი და მოკლევადიანი საერთო ინტერესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ მოკლევადიანი ინტერესებისთვის, არამედ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან ჭრილში. ჩვენ საქართველოში გვაქვს მრავალი ერთობლივი პროექტი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალი პროექტების განხორციელებაზე. სომხურ-ქართულ ურთიერთობებში არ არის გადაუწყვეტელი საკითხები, მთავარი ფაქტორი აქ არის განწყობა და სურვილი. ჩვენი დელეგაცია თბილისში ჩამოვიდა ამ მზაობის დასაფიქსირებლად“, – განაცხდა ფაშინიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.

მსგავსი თემები