კვლევებით „ქართული ოცნება“ 27%-ით ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევებით, ამ ეტაპისთვის პოლიტიკურ პარტიებს შორის მოწინავე ადგილს „ქართული ოცნება“ იკავებს. კვლევის თანახმად, მომავალ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ადგილს 27 პროცენტით პარტია „ქართული ოცნება“ დაიკავებდა.

„ქართულ ოცნება“ მოსდევს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17 პროცენტით და „ევროპული საქართველო“  – 7 პროცენტით აიღებდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია: „ლეიბორისტული პარტია – 5 %; „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 3%; „ახალი საქართველო“ – 2%; „თავისუფალი დემოკრატები“ 1%; „გირჩი“-1%. 

 

მსგავსი თემები