„ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება რეალობას არ შეცვლის“ – აშშ-ს განცხადება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს განუყოფელი ნაწილია“ – აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჰიზერ ნაუერტი. მისი შეფასებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

“ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც ცუდ რჩევას წარმოადგენს, არ შეცვლის რეალობას ან ჩვენს პოზიციას ამ საკითხზე”, – განმარტა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები