თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თამარ მეფის შვილიშვილის სარკოფაგს არქეოლოგიური გათხრებისას ქალაქ ერზერუმში, პასინ-ლერის რაიონში მიაკვლიეს.

„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი. თურქეთის ქ. ერზერუმის პასინ ლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას“, – ვკითხულობთ თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღემდე არავინ იცოდა, სად იყო დასაფლავებული გურჯი ხათუნად წოდებული – თამარ დედოფალი.

გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

მსგავსი თემები