გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღში დევნილები შეიჭრნენ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები და მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრნენ. ისინი მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას მოითხოვენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობის ტერიტორია უკანონოდ ოთხი დევნილის სტატუსის მქონე ადამიანმა დაიკავა, დანარჩენი ხუთი მოქალაქის სტატუსის შესახებ კი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ.

109-ე ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც თბლისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული ბაღის შენობის ავარიულობის შესახებ არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბავშვები ამ ბაღიდან „დირსის“ კომპლექსში, ნაქირავებ ფართში გადაიყვანეს. 

მსგავსი თემები