“მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც არხოტის სოფლებს ელექტროენერგიით მოამარაგებს” – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არხოტის ხეობაში მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც სამ სოფელს მოამარაგებს ელექტროენერგიით.

ასევე, პრემიერ-მინისტრის თქმით, არხოტის ხეობაში გზის გაყვანაც დაწყებულია.

„აქ ხორციელდება ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. არხოტის ხეობაში გზაც კი არ იყო და ჩვენ დავიწყეთ გზის გაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც მოამარაგებს სამ სოფელს. ეს არის ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირობა, ცხოვრობდეს ოთხი სეზონის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონის ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების გარდა, ინტერნეტი შატილისა და არხოტის თემებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი თემები